ახალი ამბები

ქუთაისში საარჩევნო უბნების ნაწილში შუქი ჩაქრა – დეკანოიძე

2 ოქტომბერი, 2021 • 612
ქუთაისში საარჩევნო უბნების ნაწილში შუქი ჩაქრა – დეკანოიძე

ენმ-ის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისში ყველაზე დიდ უბნებში შუქი ჩაქრა.

“სასწრაფოდ მიაწოდეთ უბნებს შუქი, რომ ადამიანებმა შეძლონ ხმის მიცემა, რომ დაცული იყოს ხმების დათვლის პროცესი. ვერ გიშველით შუქის ჩაქრობა, ჩვენ ვდგავართ უბნებზე და დავიცავთ ამ უბნებს ბოლომდე “, — აღნიშნა დეკანოიძემ.

როგორც „ენერგო-პროში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ფიდერი ავარიულად გამოირთო, “რამაც ელექტროენერგიის წასვლა გამოიწვია. 10-15 წუთში შუქი ყველგან აღდგა”.

საღამოს საათებში შუქი ჩაქრა თბილისისა და რუსთავის რამდენიმე საარჩევნო უბანზეც.

განახლება 22:20

ამ ინფორმაციას გამოეხმაურა ცესკო:

“კვლავ ხდება არჩევნების დღეს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან მანიპულაციის თემა და შესაბამისად კვლავ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხდება მასობრივად ელექტროენერგიის გათიშვა საარჩევნო უბნებზე; რაც შესაძლოა საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობას წარმოადგენს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში დიდ საარჩევნო უბნებზე (იგულისხმება ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით) ელექტროენერგია გათიშეს; აღნიშნული კი სიმართლეს არ შეესაბამება. ქუთაისში 2 საარჩევნო უბანს მხოლოდ რამდენიმე წუთი შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგია ტექნიკური პრობლემის გამო 2 საარჩევნო უბანს გაეთიშა რუსთავში, სადაც უკვე მიტანილია გენერატორები და უბნები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. კვლავ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში”.

რუსთავისა და თბილისის რამდენიმე საარჩევნო უბანზე შუქი ჩაქრა

მასალების გადაბეჭდვის წესი