ახალი ამბები

მარნეულის 52-ე უბანზე ლეიბორისტების წარმომადგენელი დაჭრეს

2 ოქტომბერი, 2021 • 995
მარნეულის 52-ე უბანზე ლეიბორისტების წარმომადგენელი დაჭრეს

მარნეულის 52-ე საარჩევნო უბანზე, სოფელ დაშთაფაში ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ეივაზ მამედოვი ცივი იარაღით დაჭრეს.

იგი ამჟამად მარნეულის “ავერსი ფარმას” კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ნეტგაზეთს ლეიბორისტული პარტიის წევრმა ალი ბადიროვმა განუცხადა, დაჭრა უკავშირდება მამედოვის პოლიტიკურ აქტივობას.

მისივე თქმით, პირი, რომელმაც მამედოვი დაჭრა, შესაძლოა არ იყოს ოფიციალურად “ქართული ოცნების” წევრი, მაგრამ სოფელში ყველა ქართული ოცნების მხარდამჭერად იცნობს.

ნეტგაზეთს ინფორმაცია დაჭრის შესახებ დაუდასტურეს ლეიბორისტულ პარტიაშიც.

პარლამენტში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის განცხადებით, ჩხუბში მონაწილეობდნენ ნაციონალური მოძრაობისა და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები და არა ქართული ოცნების წევრები.

დამატებითი დეტალების მოძიების მიზნით, ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს, რომლისგანაც პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი