ახალი ამბები

მარნეულში ხუთმა პირმა კენჭისყრაში მონაწილეობა განმეორებით მიიღო – PMMG

2 ოქტომბერი, 2021 •
მარნეულში ხუთმა პირმა კენჭისყრაში მონაწილეობა განმეორებით მიიღო – PMMG

“მრავალეროვანი საქართველოს”(PMMG) განცხადებით, მარნეულის ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ერთი და იმავე პირების მიერ ხმის მიცემის რამდენიმე მცდელობა ფიქსირდება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მარნეულში, 88-ე საარჩევნო უბანზე ხუთმა პირმა კენჭისყრაში მონაწილეობა განმეორებით მიიღო, რაზეც დაიწერა საჩივარი კენჭისყრის პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით.

მათივე ცნობით, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობა დააფიქსირეს მარნეულის 79-ე უბანზეც და აქაც ანალოგიურად კენჭისყრის პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით საჩივარი დაიწერა.

მარნეულის 48ე უბანზე კი ორგანიზაციამ 50-ზე მეტი ამომრჩევლის პირადობის მოწმობის გარეშე შესვლა დააფიქსირა, რაც მათი ცნობით, “მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებელმა გააპროტესტა, რის გამოც მას უბანი დაატოვებინეს.

გარდა მარნეულისა, ორგანიზაციამ ერთი და იმავე პიროვნების არაერთხელ შეყვანის მცდელობა დააფიქსირა ახალქალაქის მე-12 უბანზეც.

გარდა ამისა, სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მსგავსად, “მრავალეროვანი საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდარა კალატოზიშვილი აღნიშნავს, რომ  ზოგიერთ უბანზე მათ დამკვირვევბლებსაც ეზღუდებათ დაკვირვების უფლება.

ჯამში, 17:00 საათის მონაცემებით, “მრავალეროვანი საქართველოს” სადამკვირვებლო მისიის მიერ 31 დარღვევა დაფიქსირდა, აქედან 14 – მარნეულში. ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში 5 საჩივარი შევიდა. ყველა საჩივარი მარნეულის ოლქში დაიწერა,

მასალების გადაბეჭდვის წესი