ახალი ამბები

ოპოზიცია რეფერენდუმში იმარჯვებს — მელია

2 ოქტომბერი, 2021 • 1014
ოპოზიცია რეფერენდუმში იმარჯვებს — მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერისა და გაერთიანებული ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია “რეფერეუნდუმში იმარჯვებს”. აღნიშნულის შესახებ მან ენმ-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც იმარჯვებს დამაჯერებლად. განსაკუთრებით დამაჯერებლად იმარჯვებს თბილისში, როგორც რეფერენდუმის ნაწილში, ასევე, თბილისის მერის არჩევნების ნაწილში.

ახლა მთავარია, დარჩენილ საათებში მივიდეთ და გავზარდოთ ეს სხვაობა ქართველ ხალხსა და :ქართულ ოცნებას” შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ “ქართულ ოცნებას” არ მიეცეს საშუალება, მანიპულაციების შედეგად რაიმე სახის გავლენა მოახდინოს არჩევნებზე”, — დასძინა მან.

15:00 საათისთვის, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 33.18%-ია. შედარებისთვის, 2017 წლის არჩევნებზე ეს მაჩვენებელი, 15:00 საათისთვის 29.84%-ს შეადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი