ახალი ამბები

ვაკის მე-4 უბნიდან საიას დამკვირვებელი გააძევეს, მისი საჩივარი დახიეს — სიმონიშვილი

2 ოქტომბერი, 2021 •
ვაკის მე-4 უბნიდან საიას დამკვირვებელი გააძევეს, მისი საჩივარი დახიეს — სიმონიშვილი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ვაკის მე-4 უბანზე  მათ დამკვირვებელს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საჩივარი დაუხია და უბნიდან გააძევა.

სიმონიშვილის თქმით, გარდა აღნიშნული უბნისა, კიდევ რამდენიმე უბანზე სიაის დამკვირვებლებზე ზეწოლა მოხდა და მათ არ ეძლევათ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. მისი თქმით, ეს უბნებია:

  • ათუმის 44-ე უბანზე დამკვირვებლის, თემურ ირემაძეს უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირი დაემუქრა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს;
  • ჩუღურეთის მე-16 უბანზე საიას დამკვირვებელს, მას შემდეგ, რაც უბნის პერიმეტრზე მოქალაქეების მობილიზება შეამჩნია და ფოტო/ვიდეოგადაღება დაიწყო, ერთ-ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა;
  • ისნის 64-ე უბნიდან საიას დამკვირვებელი უსაფუძვლოდ გააძევეს მას მერე, რაც ფოტო/ვიდეოგადაღებით ცდილობდა კაბინების არასათანადოდ განთავსების დაფიქსირებას;
  • ვაკის მე-4 უბანზე საიას დამკვირვებელს არ მისცეს საჩივრის დარეგისტრირების საშუალება. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დახია მიწოდებული საჩივარი, ხოლო მისი ავტორი (საიას დამკვირვებელი) გააძევა საარჩევნო უბნიდან;
  • ზუგდიდის 90-ე უბანზე საიას დამკვირვებელს შეუზღუდეს ვიდეოგადაღების შესაძლებლობა, შემდგომ კი უბნიდან გააძევეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი