საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 15:00 საათისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 33.18% შეადგინა. ცესკოს სპიკერის თქმით, ამ დროისთვის ხმის მისაცემად უბანზე 1 160 413 ამომრჩეველი მივიდა.
შედარებისთვის, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29.84% შეადგინა.
15:00 საათის მონაცემებით, აქტივობა ყველაზე მაღალია რაჭა-ლეჩხუმში (47.5%), ყველაზე დაბალი კი – ქვემო ქართლში (30.3%).
რეგიონების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა 15 საათისთვის ასე გამოიყურებოდა:
- აჭარა – 35.4%
- გურია – 39.6%
- თბილისი – 30.7%
- იმერეთი – 34.5%
- კახეთი – 34.1%
- მცხეთა-მთიანეთი – 34.2%
- რაჭა-ლეჩხუმი – 47.5%
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 34.6%
- სამცხე ჯავახეთი – 37.2%
- ქვემო ქართლი – 30.3%
- შიდა ქართლი – 31.7%.