ახალი ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის 17.71%-ია

2 ოქტომბერი, 2021 • 830
ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის 17.71%-ია

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 17,72% გამოცხადდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, რაოდენობრივად ეს 619 562 მოქალაქეა.

ცესკოს თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა, დილის მსგავსად, რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, სადაც ხმა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 17.4%-მა მისცა, ყველაზე დაბალი აქტივობა კი ამ დროის მონაცემებით თბილისშია – 15.8%.

შედარებისთვის, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 16.5%-ს შეადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი