ახალი ამბები

სააკაშვილის ვიდეოები კიდევ გავრცელდება – ხერხეულიძე

1 ოქტომბერი, 2021 • 1004
სააკაშვილის ვიდეოები კიდევ გავრცელდება –  ხერხეულიძე

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, უკვე შედგა მასსა და საქართველოში ჩამოსულ მიხეილ სააკაშვილს შორის კავშირი.

ეკა ხერხეულიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააკაშვილი მას ბათუმიდან დაუკავშირდა.

ხერხეულიძის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის დამატებითი ვიდეოები კიდევ გავრცელდება.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1 ოქტომბერს ორი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვიდა და ბათუმში იმყოფება.

შსს-ს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი