ახალი ამბები

“კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო” — დეპუტატი სააკაშვილზე

1 ოქტომბერი, 2021 • 1368
“კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო” — დეპუტატი სააკაშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ თუ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, მას საზღვრის უკანონო კვეთისთვის ახალი ბრალი დაემატება.

“ახლა, ნახევარი საათის წინ როდესაც მოვდიოდი ოფისისკენ, გზაში კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო და, სამწუხაროდ, შემდეგ ისევ შეერია უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა. Deepfake-ზე იმდენი ილაპარაკა “მთავარმა არხმა”, რომ ერთი — შეიძლება, ეს კადრები იყოს გაყალბებული; მეორე — თუ ასე არ არის, დაემატება კიდევ ერთი მუხლი საზღვრის უკანონო კვეთისთვის და კიდევ უფრო დიდ სასჯელს მოიხდის, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს არის რეალითი შოუ. ფაქტია, ამ ადამიანს ბავშვობაში დახუჭობანას არ ეთამაშებოდნენ და ამ ასაკში გადაწყვიტა ამ ფორმით. დახუჭობანას თამაშობს, ძალიან სასაცილოა და არასერიოზული”, — განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღეს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე პირველად დაწერა, რომ ის საქართველოშია. ამის შემდეგ კი რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, რომლის ფონადაც ბათუმი ჩანს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საზღვარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი