ახალი ამბები

თუ სააკაშვილი ჩამოსვლას გაბედავს, ეს “ოცნებასთან” შეთანხმებული იქნება – გახარია

29 სექტემბერი, 2021 •
თუ სააკაშვილი ჩამოსვლას გაბედავს, ეს “ოცნებასთან” შეთანხმებული იქნება – გახარია

თბილისის მერობის კანდიდატი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ეს “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებული იქნება.

გახარიას თქმით, სააკაშვილი “ოცნების” “მაშველი რგოლია”, რომელსაც მომხრეების მობილიზაციისთვის იყენებს.

“სააკაშვილის ჩამოსვლა, “ფეიკ” რაღაცის დადება, ეს არის “ოცნების” მიერ მოგონილი ზღაპარი, რომელსაც აგორებენ იმისთვის, რომ თავის მომხრეების მობოლიზება მოახდინოს. ამის იქით არაფერი არ არის. თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, რა თქმა უნდა, ეს იქნება “ოცნებასთან” შეთანხმებული.

ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე, როგორც მელია, ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში და არანაირი მნიშვნელობა აქვს, ესენი დღეს რას ამბობენ. უბრალოდ, დღეს “ოცნებას” მაშველი რგოლი დასჭირდა, რომ ადამიანები შეაშინოს რაღაცით და ახლა აშინებენ ამით. რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ლოგიკას ვერ ხედავთ? – ეს ორი ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს და როგორც კი საჭირო ხდება, გამოჩნდება ეს რაღაც აჩრდილი, არავინ არ არის დღეს, მისი პოლიტიკური რეპუტაცია არის ნული”, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გახარია ამბობს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, დაჭერის შემთხვევაში, მისი გათავისუფლებაც “ოცნებასთან” შეთანხმებული იქნება.

“ერთადერთი მნიშვნელობა თუ რამე აქვს, აქვს “ოცნებისთვის” და  ასე გამოაძრობენ ხოლმე მაშინ, როცა გაუჭირდებათ.  ორი “ოფცია” (ვარიანტი) არსებობს აქ: 1) თუ მოხდა სასწაული და ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, მისი ადგილი ციხეშია; 2)თუ  საერთოდ ასეთი საოცრება მოხდა, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს “ოცნებასთან” შეთანხმებულია და რაც მოხდება ამის შემდეგ და “ოცნება” რასაც იკადრებს, ზუსტად იგივეს, რაც მელიას გაუკეთა – ამნისტიას. აგერ, ვნახავთ ყველა ერთად”, – განაცხადა გახარიამ.


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს ფეისბუქზე გამოაქვეყნა 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო.

“ქართულ ოცნებას” ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 4 საქმეზე აქვს გამოძიება დაწყებული. აქედან ორ საქმეში სააკაშვილი მსჯავრდადებულია და პატიმრობაც აქვს მისჯილი, დანარჩენ ორთან მიმართებით კი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.

რა საქმეების გამო ემუქრება პატიმრობა სააკაშვილს? “ნეტგაზეთი” გთავაზობთ აღნიშნული საქმეების ჩამონათვალსა და მათ წინაისტორიას მოკლედ:

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი