ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის როლი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს.
„მნიშვნელოვანი განცხადება [მოვისმინეთ] საქართველოს პრეზიდენტისგან. მისი როლი მომდევნო კვირებში შესაძლოა გადამწყვეტი იყოს“, – დაწერა ფონ კრამონმა ტვიტერზე 29 სექტემბერს.
ამ განცხადებით ევროპარლამენტარი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც „ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია“.
Important statement by the ?? President. Her role in the next weeks might be crucial. https://t.co/TiO5eamuTT
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) September 29, 2021
2021 წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ოპოზიცია ამ არჩევნებს უყურებს, როგორც რეფერენდუმს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად. წინა არჩევნების მსგავსად, მიხეილ სააკაშვილს ამ არჩევნებზეც აქვს დაანონსებული საქართველოში დაბრუნება.
ნახეთ ვრცლად: