ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულთა 37%-ს ექვსი თქვის შემდეგაც კი აქვთ კორონავირუსის ერთი სიმტპომი მაინც. კვლევის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.
კვლევა ჩაატარეს ოქსფორდის უნივერსიტეტის, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტისა და ოქსფორდის სამედიცინო კვლევთი ცენტრის მკვლევრებმა. მასში მონაწილეობა მიიღო 270 ათას ადამიანზე მეტმა.
კვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმტპომებია სუნთქვის გაძნელება, მუცლის ღრუსთან დაკავშირებული სიმტპომები, დაღლილობა, ტკივილი, ასევე, შფოთვა და დეპრესია.
ე.წ. გრძელი (Long) კოვიდი, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ, როგორც პოსტკოვიდურ გართულებას, ჯანმრთელობის ის მდგომარეობაა, რა დროსაც ინფიცირებულს გამოჯანმრთელების შემდეგაც კი დაავადების ერთი ან რამდენიმე სიმტპომი აღენიშნება.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ „ლონგ კოვიდის“ სიმპტომები ყველაზე ხშირია იმ ადამიანებში, ვინც ინფიცირების გამო საავადმყოფოში მოხვდა. ასევე, სიმპტომები უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე კაცებში, თუმცა ეს სხვაობა, კვლევის ავტორების თანახმად, ძალიან მცირეა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 33 ადამიანი გარდაიცვალა.








