პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 611 269 შემთხვევაა აღრიცხული. 582 805 ადამიანი გამოჯანმრთელდა,8 917 კი — გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 33 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს stopcov.ge ავრცელებს.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 914 ადამიანი და ჩატარდა 32 522 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 251 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 271- PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 6.16% ხოლო 7 დღის მანძილზე — 5.82%.
1 929 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი – 659,
- აჭარა – 96,
- იმერეთი – 363,
- ქვემო ქართლი – 147,
- შიდა ქართლი – 90,
- გურია – 56,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 155,
- კახეთი – 286,
- მცხეთა-მთიანეთი -37,
- სამცხე-ჯავახეთი – 33,
- რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი – 7.
NCDC-ის თანახმად, გასულ 24 საათში ჩატარდა 12 469 აცრა.