ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა

29 სექტემბერი, 2021 • 693
სალომე ზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

მაკრონთან შეხვედრით ზურაბიშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

“საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ტრიუმფალურ თაღთან უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიაგეს პატივი. ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საფრანგეთისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას, რის შემდეგაც ემანუელ მაკრონმა და სალომე ზურაბიშვილმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ცერემონიის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა შეხვედრა გამართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი