ახალი ამბები

დღეს საქართველოში ბიზნესგარემო ქართველ ინვესტორებს უჩენს ხალისს – თურნავა

28 სექტემბერი, 2021 • 858
დღეს საქართველოში ბიზნესგარემო ქართველ ინვესტორებს უჩენს ხალისს – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ დღეს საქართველოში შექმნილი ბიზნესგარემო ქართველ ინვესტორებს “ხალისს უჩენს”.

ამის შესახებ თურნავამ დღეს, 28 სექტმბერს, ბათუმში “ამბასადორ აილენდის” პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“დღეს საქართველოში შექმნილია ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც ქართველ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას და უჩენს ხალისს სწორედ ასეთ საუკუნის, ამბიციურ პროექტებს მოჰკიდონ ხელი და აიღონ ვალდებულება 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებისა აქ, საქართველოში, აჭარაში, ბათუმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ასეთი სამომავლო საქართველო გვინდა ჩვენ. სწორედ ასეთი მშვიდობიანი, სტაბილური, განჭვრეტადი ბიზნესგარემოს, განჭვრეტადი ბიზნესგეგმების, მეტი დასაქმების გარანტიას ვიძლევით ჩვენ და ეს ასე იქნება”, – განაცხადა ნათია თურნავა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი