ახალი ამბები

4 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა აღდგება

28 სექტემბერი, 2021 • 1791
4 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა აღდგება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღები და ბავშთა გასართობი ცენტრები მუშაობას განაახლებენ.

საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან შეზღუდვათა დიდი ნაწილი იხსნება: აღდგება სწავლა სკოლებში, უნივერსიტეტებს კი სააუდიტორიო სწავლების გაგრძელების უფლება ექნებათ.

სკოლებში სწავლის განახლების შემდეგ მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, თუმცა საბავშვო ბაღის მოსწავლეებისთვის – არა.

სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება — ჩხენკელი

მასალების გადაბეჭდვის წესი