ახალი ამბები

ბერლინში კლუბი “ბერქაინი” 2 ოქტომბრიდან იხსნება

27 სექტემბერი, 2021 • 2080
ბერლინში კლუბი “ბერქაინი” 2 ოქტომბრიდან იხსნება

გერმანიაში ცნობილი ღამის კლუბი “ბერქაინი” 2 ოქტომბრიდან აღადგენს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Mixmag ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კლუბში კორონავირუსის საწინააღმდეგო ნიღბით შესვლა სავალდებულო არ იქნება, თუმცა მხოლოდ ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი კლიენტებისთვის გაიხსნება, ვისაც შესაბამისი დამადასტურებელი საბუთიც ექნება.

ასევე Mixmag-ის თანახმად, პირველ ივენთზე დაუკრავენ Ben Klock, Marcel Dettmann, Tama Sumo, Lakuti, DJ Stingray 313, Cormac, Héctor Oaks, Electric Indigo და სხვები.

“ბერქაინი” კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო 2020 წელს დაიკეტა, გასული წლის სექტემბერში კი ხელოვნების მუზეუმის სტატუსით გაიხსნა.

გარეკანის ფოტო: Mixmag

მასალების გადაბეჭდვის წესი