ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში ყარაბაღის ომებში დაღუპულთა ხსოვნის მარში გაიმართა

27 სექტემბერი, 2021 • 1027
ბაქოში ყარაბაღის ომებში დაღუპულთა ხსოვნის მარში გაიმართა

ბაქოში ყარაბაღის მეორე ომის დაწყების დღეს, 27 სექტემბერს პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და ვიცე-პრეზიდენტის მეჰრიბან ალიევას მონაწილეობით მსვლელობა გაიმართა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალება apa.az ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, მარშზე პატივი მიაგეს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას დაღუპული სამხედროების, სამოქალაქო პირებსა და ომისას დაკარგული მოქალაქეების ხსოვნას.

მსვლელობა ბაქოში ახლადგახსნილ გამარჯვების მუზეუმთან დასრულდა.

ოფიციალური ბაქოს თანახმად, 2020 წლის 27 სექტემბერს [ყარაბაღის მეორე ომის დაწყების დღე] სამხედრო მოქმედებები სომხურმა მხარემ დაიწყო, რასაც უპასუხა აზერბაიჯანულმა სამხედრო ნაწილებმა. სომხური მხარის თანახმად, საბრძოლო მოქმედებები ბაქომ დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი