ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის ომიდან ერთი წელი გავიდა

27 სექტემბერი, 2021 • 836
ყარაბაღის ომიდან ერთი წელი გავიდა

დღეს, 27 სექტემბერს ერთი წელი გავიდა, რაც მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, რომელსაც ორივე მხრიდან რამდენიმე ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

სომხეთში დღევანდელ დღეს ხელისუფლებამ პატივი მიაგო ომში დაღუპულ სამხედროთა ხსოვნას, ოპოზიციამ კი სამგლოვიარო მსვლელობა გამართა.

ოფიციალური მონაცემებით, 44 დღიანი ომის დროს სომხეთის მხრიდან 3777 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 75 მშვიდობიანი მოსახლე, 243 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ბაქოს ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანულმა მხარემ ომში 2895 ადამიანი დაკარგა.

44 დღიანი ომის შედეგად სომხურმა მხარემ მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. მოსახლეობის მესამედზე მეტს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშ არსებული რაიონების დატოვება მოუწია. ეს ტერიტორიები უკვე აზერბაიჯანს ეკუთვნის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი