ახალი ამბები

თაბაგარი ჰარვარდს მოუწოდებს ღარიბაშვილს ღია ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს

24 სექტემბერი, 2021 • 1528
თაბაგარი ჰარვარდს მოუწოდებს ღარიბაშვილს ღია ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს

თბილისი პრაიდის წარმომადგენელი გიორგი თაბაგარი ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრს მიმართავს, სადაც საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლექცია უნდა წაიკითხოს ახლადგახსნილი ქართველოლოგიის პროგრამაზე.

გიორგი თაბაგარი ტვიტერზე გამოქვეყნებულ წერილში “სამარცხვინოს” უწოდებს იმას, რომ პლატფორმა დაეთმოს ლიდერს, რომელსაც მისი თქმით, “ძალიან რეგრესული პოზიცია აქვს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე”.

მისი თქმით, ღარიბაშვილი გამოირჩევა ჰომოფობიისა და ქსენოფობიის გავრცელებით, მოქმედებდა რადიკალებთან ტანდემში და შექმნა აუტანელი გარემო ლგბტ პერსონებისთვის საქართველოში. თაბაგარი ჰარვარდს სთხოვს, გადახედოს ღარიბაშვილის მიწვევის გადაწყვეტილებას.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს.

ღაარიბაშვილმა 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარშს’ მიზანშეუწონელი უწოდა, ხოლო მისი ორგანიზატორები ოპოზიციასთან ალიანსში დაადანაშაულა.

ჰარვარდში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.