ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, საქართველოში ჩამოვა, თუმცა ხელი სხვებმაც უნდა გაანძრიონ

24 სექტემბერი, 2021 •
სააკაშვილის თქმით, საქართველოში ჩამოვა, თუმცა ხელი სხვებმაც უნდა გაანძრიონ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დადებულ პირობებს შეასრულებს, თუმცა სხვებმაც უნდა “გაანძრიონ ხელი”.

24 სექტემბერს, ფეისბუქზე გამოქვეყნებულ მიმართვაში, სააკაშვილი დასძენს, რომ აშშ-ის კონგრესში გამართულ შეხვედრებზე, არაერთგზის მოისმინა ფრაზა: “ძალიან გვიყვარს საქართველო, თუმცა თუ ქართველ ხალხს თავად არ უნდა თავისუფლება და დემოკრატიული სისტემა, ჩვენ რა ვუშველოთ”.

“[იმის თქმა, რომ] “ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები არაფერი გვეშველება”…  თუ ხელი არ გავანძრიეთ, ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს.

“მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი გვეშველება”… მე, რა თქმა უნდა, შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი. და იმ პირსაც დააფარებენ 2 წუთში უპრობლემოდ.

თუ ქართველმა ხალხმა არ გაანძრია ხელი, ვერც მიშა ვერაფერს შველის. ამ ყველაფერს თავისი აქვს თავისი ლოგიკა. ამიტომ, ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დღე იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ”, — დასძინა მან,

სააკაშვილმა 6 სექტემბერს განაცხადა, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა. მას ქვეყანაში დაბრუნებაზე წარსულშიც არაერთგზის უსაუბრია.

ყოფილი პრეზიდენტი თავს უკრაინას აფარებს. მას საქართველოში პატიმრობა აქვს მისჯილი, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის საქმესთან, ასევე დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი