ახალი ამბები

ტელესკოლას 1-წუთიანი ინგლისურის გაკვეთილები დაემატება

24 სექტემბერი, 2021 • 1078
ტელესკოლას 1-წუთიანი ინგლისურის გაკვეთილები დაემატება

საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლას“ ერთწუთიანი ინგლისურის გაკვეთილები დაემატება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ტელეკომპანია ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ ერთწუთიანი გაკვეთილების მომზადების პროცესი უკვე დაიწყო, საბოლოო კი 700-მდე ეპიზოდი გამოვა, რომელიც მოიცავს გრამატიკულ, სალაპარაკო, გამოთქმისა და ფრაზეოლოგიის კომპონენტებს.

„გაკვეთილების მომზადებაში ჩართული არიან როგორც ქართველი, ასევე ინგლისურენოვანი მასწავლებლები. მასალა დაფუძნებულია Macmillan Education-ის სახელძღვანელოებზე, რომელიც დამუშავდა და ადაპტირდა სპეციალურად „ტელესკოლისთვის“

შეგახსენებთ, პირველი არხი-ტელესკოლა ფარგლებში, გარდა ერთწუთიანი გაკვეთილებისა, პროექტი „ინგლისური ყველასთვის“ მზადდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და English Book Education-თან ერთად, რომელიც სრულფასოვან ენის კურსს წარმოადგენს,“ – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებელი. „ინგლისური ყველასთვის“ პროექი 18 სექტემბრიდანაა ჩაშვებული.

საგანმანათლებლო გადაცემა „ტელესკოლა“ უკვე წელიწადზე მეტია, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის. „ტელესკოლას“ მიზანი დისტანციური სწავლების დროს მოსწავლეებისა და აბიტურიენტების დახმარებაა. გარდა ტელეეთერისა, გადაცემის ეპიზოდების ნახვა შესაძლებელია youtube-ის ოფიციალურ ანგარიშზეც. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი