ახალი ამბები

არ უნდა დავემსგავსოთ „ოცნებას“, არ გადავიდეთ ფიზიკურ დაპირისპირებაზე – სამნიძე

23 სექტემბერი, 2021 • 1061
არ უნდა დავემსგავსოთ „ოცნებას“, არ გადავიდეთ ფიზიკურ დაპირისპირებაზე – სამნიძე

„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე ეხმაურება ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის დაპირისპირებას.

23 სექტემბერს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ და ნიკა მელიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთმანეთზე ფიზიკურად გაიწიეს.

ხათუნა სამნიძემ ამ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა:

„ქართული ოცნების უტიფარი განცხადებების შემდგომ, ყველა აგრესიის ზღვარზე ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა დავემსგავსოთ და ჩვენც ზიზღზე, სიძულვილსა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდეთ“.

სამნიძის თანახმად, „არაფერი კარგის მომასწავებელი ეს არ არის“ და „ძალიან სამწუხაროა, რომ დაპირისპირების ამ დონეზე გადავედით“.

„ეს პროცესები კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას. „ქართული ოცნება“ სათავისოდ გამოიყენებს და კიდევ უფრო გააღრმავებს მსგავსი ტიპის პროვოკაციებს“, – განაცხადა სამნიძემ.

მის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი