ახალი ამბები

Wizz Air ბარსელონას, ვენის და ბერლინის მიმართულებით ავიარეისებს განაახლებს

23 სექტემბერი, 2021 • 990
Wizz Air ბარსელონას, ვენის და ბერლინის მიმართულებით ავიარეისებს განაახლებს

Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონას, ბერლინისა და ვენის მიმართულებით ავიარეისები განაახლა. აღნიშნულ მიმართულებებზე ფრენა კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეჩერებული.

16 დეკემბრიდან კი Wizz Air აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეარულებს.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, აბუ-დაბის მიმართულებით რეისები კვირაში 2-ჯერ შესრულდება, რაც შეეხება ბარსელონას, ბერლინისა და ვენის მიმართულებებს, საწყის ეტაპზე ბარსელონაზე მიმართულებით Wizz Air ქუთაისიდან კვირაში ერთხელ იფრენს, ვენის მიმართულებით კი ნოემბრიდან კვირაში ორ რეისს შეასრულებს. ბერლინში მოხვედრა კი ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით იქნება შესაძლებელი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით კვლავ დაემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი