ახალი ამბები

ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც თბილისში ქაუოტური განაშენიანება დაასრულა — კალაძე

22 სექტემბერი, 2021 • 655
ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც თბილისში ქაუოტური განაშენიანება დაასრულა — კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მისი მმართველობის დროს თბილისში ქაოტური განაშენიანება დასრულდა.

დღეს, 22 სექტემბერს, კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაცია ჩაატარა. მან თქვა, რომ წარსულში მწვანე და სპორტული სივრცეების ხარჯზე იწყებოდა მშენებლობები.

„ჩვენ ვართ ის ადამიანები, ის გუნდი, ვინც ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში დაასრულა ქაოტური განაშენიანება. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ერთხელ და სამუდამოდ წერილი დაუსვა რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე კორპუსებისა და სხვადასხვა შენებას. შედეგი სახეზეა: 2021 წელს 161,372,700 ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ რეკრეაციული სივრცეები, პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია განხორიცელდეს. გვინდა, რომ 240 000 000 ლარზე ავიყვანოთ ეს ხარჯი,“ — განაცხადა კალაძემ.

სინამდვილეში, კახა კალაძის მერობის პერიოდში თბილისის ურბანული განაშენიანება და ახალ მშენებლობებზე გაცემული ნებართვები არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ინცირებული პროექტი – „პანორამა თბილისია“.

ვრცლად წაიკითხეთ:

როგორ დაიპყრო თბილისი ბეტონის პანორამამ [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი