“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როდის ჰქონდათ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია პასუხობს, რომ იანვრის შემდეგ ივანიშვილს არ დაკავშირებიან.
კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის წევრები ბიძინა ივანიშვილს არც ურეკავენ გამომდინარე იქიდან, რომ ეს მისი სურვილი იყო, როდესაც პარტიული თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ პროცესებსაც ჩამოსცილდებოდა:
“ბოლო კომუნიკაცია ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან გვქონდა იანვარში, გამომდინარე იქიდან, რომ მან პოლიტიკური პროცესები დატოვა იანვარში. განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო მისი სურვილი. არ გვაქვს კომუნიკაცია” – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ვრცელი წერილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა 2021 წლის 11 იანვარს გაავრცელა. “ქართული ოცნების” დამფუძნებელი აცხადებდა, რომ ტოვებდა როგორც პარტიულ თანამდებობას, ასევე საკუთრივ პარტიასაც.
ივანიშვილის მიერ 11 იანვარს გავრცელებული წერილი სრულად: