ახალი ამბები

კირკიტაძის თქმით, რუსთავში ენმ-ს მხარდამჭერს სცემეს

21 სექტემბერი, 2021 • 1241
კირკიტაძის თქმით, რუსთავში ენმ-ს მხარდამჭერს სცემეს

“ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ რუსთავში მათ მხარდამჭერს სცემეს.

როგორც კირკიტაძემ ნეტგაზეთს უთხრა, ნაცემია ივანე გველესიანი, რომელიც რუსთავის მერიის ააიპ-ში მუშაობდა და სამსახურიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

მისივე თქმით, გველესიანი ამ დროისთვის რუსთავის კლინიკაშია გადაყვანილი.

“ივანე გველესიანს წუხელ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს ადამიანი რამდენიმე კვირის წინ აიძულეს სამსახურიდან წამოსულიყო, იმიტომ, რომ მან “ქართული ოცნების”  მესვეურებს საჯაროდ განუცხადა, რომ ის არ აპირებდა მათი დავალებების შესრულებას. ის მუშაობდა რუსთავის მერიის ააიპ-ში. მას დაემუქრნენ, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ და გუშინ ღამით საკუთარ სახლის სადარბაზოსთან დახვდა ვერაგულად სპორტული აღნაგობის ადამიანი, რომელსაც პირბადე ეკეთა და ქუდი ეფარა და ფიზიკურად გაუსწორდა. ახლა გადაყვანილია საავადმყოფოში”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან სამქეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი