ახალი ამბები

ფაიზერი: 5-11 წლის ბავშვებში ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია

20 სექტემბერი, 2021 • 965
ფაიზერი: 5-11 წლის ბავშვებში ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია

“ფაიზერის” და “ბიონტექის” განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ მათი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებში უსაფრთხო და ეფექტიანია.

ისინი აპირებენ, ამ ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებში ვაქცინის ავტორიზაციისთვის აშშ-ისა და ევროპის შესაბამის უწყებებს უახლოეს პერიოდში მიმართონ.

“ბოლო ცხრა თვის განმავლობაში 12 და უფროსი ასაკის ასეულობით მილიონი ადამიანი აიცრა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით. ჩვენ მოწადინებული ვართ, გავაფართოოთ დაცვა უფრო ახალგაზრდა პოპულაციაზე, განსაკუთრებით “დელტა” ვარიანტის გავრცელების ფონზე, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ბავშვებს”, — განაცხადა ალბერტ ბურლამ, “ფაიზერის” აღმასრულებელმა დირექტორმა.

ამ დროისთვის აშშ-ში ვაქცინა ავტორიზებულია 12 წლიდან ასაკობრივ კატეგორიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი