ახალი ამბები

ქუთაისში კორონავირუსით ჩვილი ტყუპები დაიღუპნენ

20 სექტემბერი, 2021 • 848
ქუთაისში კორონავირუსით ჩვილი ტყუპები დაიღუპნენ

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები დაიღუპნენ. ინფორმაციას ნეტგაზეთთან კლინიკა ადასტურებს. ტყუპები 20 აგვისტოს ორსულობის 28-ე კვირაზე დაიბადნენ.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორივე ტყუპის ფილტვი „კოვიდური პნევმონიით სრულად იყო მოცული და მთელი განყოფილება იბრძოდა მათი სიცოცხლისათვის,“.

“ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა.

კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა,”-აცხადებს “კლინიკა ბომონდი”-ს ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ბარათაშვილი.

მანამდე კორონავირუსით გარდაიცვალა ტყუპების დედაც.

47 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელმაც ტყუპები გააჩინა, დაიღუპა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი