ახალი ამბები

47 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელმაც ტყუპები გააჩინა, დაიღუპა

2 სექტემბერი, 2021 • 1788
47 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელმაც ტყუპები გააჩინა, დაიღუპა

ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში დაიღუპა 47 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ორი კვირის წინ ქუთაისის კლინიკა “ბომონდში” ტყუპები გააჩინა.

ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კლინიკაში დაუდასტურეს. ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ მელოგინე ქალი ქუთაისიდან თბილისში ერთი კვირის წინ გადმოიყვანეს და მისი მდგომაროება კლინიკაში შეყვანისას უკვე მძიმე იყო.

ქალი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 212 შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 81 ადამიანი. დღიური დადებითობის მაჩვენებელია 7.94%, ბოლო 7 დღის კი- 9.13%.

მასალების გადაბეჭდვის წესი