ახალი ამბები

თბილისში სამიზნე მოსახლეობის 68.8% ორჯერადად აცრილია – გაბუნია

20 სექტემბერი, 2021 • 4933
თბილისში სამიზნე მოსახლეობის 68.8% ორჯერადად აცრილია – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამჟამად თბილისში სამიზნე მოსახლეობის 68.8% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად არის აცრილი, 87.7%-ს კი ერთხელ მაინც აქვს აცრა გაკეთებული. ამის შესახებ გაბუნიამ ნეტგაზეთს განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ სამიზნე მოსახლეობაში იგულისხმება ზრდასრული მოსახლეობის 60%.

გაბუნიას თქმით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული აცრების საერთო რაოდენობის 52.75% თბილისშია ჩატარებული. მათ შორის ერთხელ მაინც აცრილია 470 000-მდე ადამიანი.

DATACOV.MOH.GOV.GE-ს თანახმად, რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი, 842 835 აცრა თბილისშია ჩატარებული.

ჩატარებული აცრების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, სადაც ამ დროის მონაცემებით 192 051 აცრა ჩატარდა, მესამე ადგილზე კი არის იმერეთი, სადაც 177 281 აცრაა ჩატარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი