ახალი ამბები

რესტორნების ნაწილი მზად არის “მწვანე ზონის” ინიციატივას შეუერთდეს – ბურჯანაძე

20 სექტემბერი, 2021 • 990
რესტორნების ნაწილი მზად არის “მწვანე ზონის” ინიციატივას შეუერთდეს – ბურჯანაძე

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ კვების ობიექტების ნაწილი მზად არის შეუერთდეს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას და დანერგოს “მწვანე ზონის” პრაქტიკა.

ობიექტის “მწვანე ზონად” გამოცხადება გულისხმობს, რომ ასეთ დაწესებულებებში მხოლოდ ბოლო პერიოდის განმავლობაში კოვიდგადატანილი და ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ შესვლას, ასევე ის პირები, ვისაც ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის და ბოლო 24 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის შედეგად კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი ექნება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიცატივით, “მწვანე ზონების” შესაქმნელად სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა, რომელიც QR კოდის წაკითხის საშუალებით დაადგენს მოქალაქის კოვიდ-სტატუსს.

შოთა ბურჯანაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პრაქტიკა წარმატებული აღმოჩნდება, უახლოეს მომავალში დაგეგმილია, რომ ამჟამად აკრძალული ღონისძიებების ჩატარება სწორედ ამ პრინციპით გახდეს შესაძლებელი, მათ შორის დაბადების დღეების, ქორიწლების და ა.შ.

თუმცა, რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ეტაპზე ბიზნესი მსგავსი პრაქტიკის გატარებისთვის მზად არ არის, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ბიზნეს ობიექტებს მომხარებელი მოაკლდებათ, ამიტომ შოთა ბურჯანაძე აცილებლად მიიჩნევს “მწვანე ზონაში” ჩართული ბიზნესებისთვის ხელისუფლებამ გარკვეული შეზღუდვები გააუქმონ:

“დღეს-დეობით ბიზნესი ამისთვის მზად რომ იყოს, ეს უკვე გაკეთებული ექნებოდა, რადგან გარკვეული ბიზნესოპერატორები ამ ნაბიჯებს ჯერ-ჯერობით არ დგამენ, მნიშვნელოლოვანია, რომ გარკვეული სარგებელი მიიღონ. მაგალითად შეიძლება, “მწვანე ზონებს” მიეცეს არსებული რეგულაციების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა. ანუ ის, რაც დღეს აქვს აკრძალული, მაგალითად საათობრივი შეზღუდვა, ეს მოეხსნას, რომ რესტორანი, რომელიც უსაფრთხო ზონას ქმნის, გამოირჩეოდეს სხვა ბიზნესოპერატორისგან და მას შეეძლოს მუშაობის უფლება იმ რეჟიმით, რა რეჟიმითაც სურს.

ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საკმარისად ბევრი ვაქცინირებული ადამიანი არ არის საქართველოში, ბევრ ბიზნესოპერატორს მომხარებელი დააკლდება. ამ შემთხვევაში ჩემი შეთავაზება იყო, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო საშემოსავლო გადასახადის შემცირება ან სრულად გაუქმება. ჩვენ ასეთი პრეცედენტი გქვონდა და სახელმწიფოსთვის ეს არ უნდა იყოს შეუძლებელი”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ობიექტის “მწვანე ზონად” მოაზრებისთვის ასევე აუცილებელი მომსახურე პერსონალიც აკმაყოფილებდეს იმ ყველა პირობას, რასაც მომხმარებელი.

ბურჯანაძის განმარტებით, ყველა ბიზნეს ოპერატორისთვის “მწვანე ზონისთვის” საჭირო ღონისძიებების გატარება ნებაყოფლობითი იქნება.

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, განცხადებით ამ ინიციატივასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს საკოორდინაციო საბჭოზე მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი