თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს სამიტამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მასთან შეხვედრა სურს, რის შესახებაც მას აცნობა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“თუ სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჩემთან შეხვედრა სურს, სომხეთმა პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგას. თუ აღნიშნული შეხვედრა შედგება, თურქეთი დიპლომატიულ ურთიერთობებს დაამყარებს”, – განაცხადა ერდოღანმა.
ირაკლი ღარიბაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის ბოლო შეხვედრა თბილისში, 8 სექტემბერს შედგა. მხარეებს შორის შეხვედრები როგორც ღია, ასევე დახურულ ფორმატში გაიმართა.
თბილისში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, სომხეთის პარლამენტში ერთ-ერთი გამოსვლის დროს, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანიდან 15 სომეხი სამხედრო ტყვეს დაბრუნების პროცესში საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოზიტიურ როლზეც ისაუბრა.
ამავე თემაზე: