რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები დასრულდა. პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებთან ერთად, ჩატარდა რეგიონული და მუნიციპალური არჩევნები. კენჭისყრა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სოციალური მარკეტინგის ინსტიტუტის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მმართველი პარტია “ერთიანი რუსეთის” 45,2%-ით ლიდერობს, კომუნისტურ პარტიას 21% აქვს, “ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას” — 8,7%.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ უბნების 8,89%-ის დათვლის შემდეგ გამოაქვეყნა პირველადი შედეგები, რომლის მიხედვითაც “ერთიან რუსეთს” 38,51% აქვს, “კომუნისტურ პარტიას” — 25,19%, “ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას” 9,61, ხოლო “სამართლიან რუსეთს” — 6,68%. წინასწარი მონაცემებიხ 5%-იანი ბარიერი გადალახა “ფაბერლიკის” მფლობელ ალექსეი ნეჩაევის პარტია “ახალმა ხალხმაც”.