მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ხის გადამამუშავებელი საამქრო დაიწვა. ხანძარი ადგილზე 16 სექტემბერს გაჩნდა.
როგორც მარტვილის მერმა ადგილობრივ გამოცემა Livepress-ს განუცხადა, ცეცხლმა საამქრო თითქმის მთლიანად გაანადგურა.
“ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს, რომ ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, ამჟამად კი მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.