ახალი ამბები

აღენიშნება სხეულის მრავლობითი დაზიანება – ექიმი მთავარი არხის ოპერატორზე

16 სექტემბერი, 2021 • 832
აღენიშნება სხეულის მრავლობითი დაზიანება – ექიმი მთავარი არხის ოპერატორზე

„მთავარი არხის“ ოპერატორს, ლევან აბლოთიას, რომელიც ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში დაშავდა, სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

ჟურნალისტებს ამის შესახებ ქარელის კლინიკის ექიმმა, ლელა მწარიამ განუცხადა. მანვე თქვა, რომ რაკი არსებობს ეჭვი მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობაზე, აბლოთია დამატებით კვლევებზეა გადაყვანილი. მას ასევე ჩაუტარდება გულ-მკერდის კვლევა.

გუშინ, 15 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში სიუჟეტის გადაღებისას „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

როგორც ტელეკომპანიის ჟურნალისტი ბექა ყორშია ჰყვება, ის და აბლოთია „ოცნების“ ოფისში ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

თავად მმართველ პარტიაში ამ ვერსიას უარყოფენ. მისი ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპერატორი ოფისის მეორე სართულიდან არ გადმოუგდიათ, არამედ თავად “წამოედო მოაჯირს და გადმოვარდა”.

“მთავარი არხის” ოპერატორი არ გადმოუგდიათ, გადმოვარდა – მდინარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი