ახალი ამბები

კობახიძის განცხადება ტყუილია – მოძრაობა “სირცხვილია”

15 სექტემბერი, 2021 • 959
კობახიძის განცხადება ტყუილია – მოძრაობა “სირცხვილია”

“ვითვალისწინებთ რა, ირაკლი კობახიძის წინა 100 განცხადებას, ვფიქრობთ, რომ მის ბრალდებებზე სერიოზულად პასუხი სასაცილოა.

თუმცა, ამავდროულად, ვითვალისწინებთ მის პოლიტიკურ თანამდებობას და თავს ვალდებულად მივიჩნევთ, მას პასუხი გავცეთ.

ირაკლი კობახიძის განცხადება მოძრაობა “სირცხვილიასთან” დაკავშირებით ტყუილია”, – ასე პასუხობს მოძრაობა “სირცხვილია” პარტია “ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი კობახიძის 15 სექტემბრის განცხადებას. როგორც იგი განცხადებაში ამბობს, “შედგა საუბარი ენმ-ის წარმომადგენლებსა და “სირცხვილიას” წევრებს შორის დაქირავებული მკვლელის, “ქილერის” შესაძლო აყვანისა და ერთი მათიანის მოკვლის შესახებ იდეის ჩათებში დატესტვის შესახებ”.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია “სირცხვილიას” არცერთ წევრს, არცერთ საკომუნიკაციო არხსა თუ რეალურ სივრცეში არასდროს განუხორციელებია, რადგან მათგან განსხვავებით, კარგად ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ სისტემიდან გაჟონილია უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის მასალები, რომლებიც პრაქტიკულად საჯაროდ ხელმისაწვდომია. აღნიშნული მასალები სრულად გადაამოწმა მოძრაობა “სირცხვილიას” გუნდმაც და მასში მსგავსი კრებსი ფიზიკურად არ არსებობს. თუმცა ქართულმა ოცნებამ კარგად იცის, რომ მასალები საკმაოდ ვრცელია და მისი გადამოწმება რიგითი მოქალაქეებისთვის ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ მიმართავენ მათთვის კარგად ნაცნობ პროპაგანდისტულ ხერხებს – გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით, ცდილობენ საზოგადოებას საკუთარი ტყუილი სიმართლედ შეასაღონ”, – წერია “სირცხვილიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნოდ “მძიმე პროვოკაციები” იგეგმებოდა:

კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციურ ჩატებში პროვოკაციებს გეგმავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი