ახალი ამბები

თბილისში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

15 სექტემბერი, 2021 • 3766
თბილისში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

თბილისში, აღმაშენებლის 142-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.

შემთხვევა გუშინ საღამოს, 14 სექტემბერს მოხდა.

ნგრევას მსხვერპლი და ადამიანთა დაზიანება არ მოჰყოლია.

“შენობა აშენებულია 1900 წელს. 2020 წელს მიწისძვრამ დააზიანა, მაშინ ჩემი ძალებით შევაკეთე. შემდეგ 2009-ში მოხდა ხანძარი, რა დროსაც კიდევ დაზიანდა, ამის შემდეგ სარდაფში წყალი დადგა, რამაც საძირკველი დააზიანა”, – უთხრა შემთხვევის ადგილზე ნეტგაზეთს დაზარალებულმა გურამ ალავიძემ.

მისი თქმით, სარდაფში წყლის შემჩნევის შემდეგ მიმართა გამგეობას, თუმცა შენობა განცხადების შეტანის დღესვე დაინგრა.

“ბოლოს 3-4 დღის წინ სარდაფში ვნახე წყალი და გუშინ მივმართე გამგეობას, მაგრამ შენობა იმავე საღამოს დაინგრა.

მე შემთხვევით გადავრჩი, ჩემი ძაღლი კი დაშავდა.

ამჟამად ჩუღურეთის გამგეობაში შევიტანეთ განცხადება და დაგვპირდნენ, რომ შენობას აღადგენენ. ასევე, გვითხრეს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმით გაგვიყვანენ ქირით”, – განაცხადა გურამ ალავიძემ.

ნგრევის შედეგად დაზარალებული აგროვებს საკუთარ ნივთებს 

ნეტგაზეთს ჩუღურეთის გამგეობაში განუცხადეს, რომ შენობის აღდგენამდე ის სამი ოჯახი, რომლის საცხოვრებელი ბინებიც დაინგრა, დროებით იქირავებენ სახლებს, ხოლო მერიის მიერ ქირისთვის გამოყოფილი თანხები კონფიდენციალურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი