ახალი ამბები

ბოლო 30 წელში ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ვართ – ღარიბაშვილი

14 სექტემბერი, 2021 • 1983
ბოლო 30 წელში ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ვართ – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ყველაზე ჰუმანურია. ამის შესახებ მან დღეს, 14 სექტემბერს, კასპის მერობის კანდიდატის წარდგენისას ისაუბრა.

ღარიბაშვილმა ტრადიციულად პარალელი გაავლო “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობასთან და აღნიშნა, რომ “ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომი” დღესაც მიმდინარეობს.  მისი თქმით, ამ “ტერორის პირობებშიც” კი “ქართულმა ოცნებამ” ყველა მიმართულებით ხელშესახებ პროგრესს მიაღწია.

“მე მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს იყოს განაწყენებული, პროტესტი გააჩნდეს, ბუნებრივია. იმიტომ, რომ გასაჭირია ქვეყანაში და ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ არ ვართ უშეცდომონი, ჩვენ არ ვართ იდეალური  მთავრობა და ხელისუფლება, მაგრამ ვთქვათ, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე, თუ ყველაზე არა, ვთქვათ პირდაპირ, რომ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა აღიდგინა დამოუკიდებლობა.

შეცდომა ყველას მოსდის, ყველა მმართველს, ადამიანს, ვინც საქმეს აკეთებს, მაგრამ ამ შეცდომებს ვასწორებთ და მივდივართ წინ.  რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ბოლო 8 წლის განმავლობაში, არცერთ ხელისუფალს არ გაუკეთებია ასეთ მოკლე დროში, ერთბაშად, მასშტაბურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები პროგრესი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი