ახალი ამბები

შესაძლოა, საბავშვო გასართობმა ცენტრებმა 4 ოქტომბრიდან მუშაობა განაახლონ

13 სექტემბერი, 2021 • 723
შესაძლოა, საბავშვო გასართობმა ცენტრებმა 4 ოქტომბრიდან მუშაობა განაახლონ

4 ოქტომბრიდან შესაძლოა, მუშაობა განაახლონ საბავშვო გასართობმა ცენტრებმა. ამის შესახებ წყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

‘საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ საბავშვო გასართობი ცენტრები”, – აღნიშნა ღიბრაძემ დღეს, 13 სექტემბერს გამართლ ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი