“ქართული ოცნების” კვლევით, თბილისის მერობის არჩევნებზე კახა კალაძეს მხარს 56.1% უჭერს და, შესაბამისად, პირველი ტურში იმარჯვებს.
კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- კახა კალაძე (ქართული ოცნება) – 56.1%
- ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა) – 28.3%
- გიორგი გახარია (საქართველოსთვის) – 6.2%
- ანა დოლიძე (ხალხისთვის) – 2.2%
- ანა ბიბილაშვილი (ლელო) – 1.9%
- გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) – 1.3%
- თამარ კეკენაძე (მესამე ძალა) – 0.9%
- მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია) – 0.7%
- სხვა კანდიდატები – 2.4%
ამავე კვლევის მიხედვით, პარტიული რეიტინგებში პირველ ადგილზე 48.6%-ით “ქართული ოცნებაა”.
“ქართული ოცნების” ინფორმაციით, პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ კვლევა თბილისში ჩატარდა. სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს. კვლების ფარგლებში გამოიკითხა 2 975 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 83.8%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%.