ახალი ამბები

თავისივე ჩატარებული კვლევის მიხედვით, “ოცნებას” მხარს 48.6% უჭერს

10 სექტემბერი, 2021 • 1377
თავისივე ჩატარებული კვლევის მიხედვით, “ოცნებას” მხარს 48.6% უჭერს

“ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული კვლევით, პარტიული რეიტინგების მიხედვით, პირველ ადგილზე 48.6%-ით “ქართული ოცნებაა”.

კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  •  ქართული ოცნება – 48.6%
  • ნაციონალურ მოძრაობა – 27.1%
  • საქართველოსთვის – 5.8%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება – 3.4%
  • მოქალაქეები – 2.6%
  • პატრიოტთა ალიანსი – 2.4%
  • მესამე ძალა – 2.3%
  • ლელო – 2.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.2%
  • გირჩი – 1.1%
  • ევროპული საქართველო – 1.1%
  • სხვა – 2.1%

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ კვლევა თბილისში ჩატარდა. სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს. კვლების ფარგლებში გამოიკითხა 2 975 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 83.8%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%.

მასალების გადაბეჭდვის წესი