ახალი ამბები

გამოვლინდა COVID-19-ის 2 262 შემთხვევა, დაიღუპა 54 ადამიანი – 10 სექტემბერი

10 სექტემბერი, 2021 • 1098
გამოვლინდა COVID-19-ის 2 262 შემთხვევა, დაიღუპა 54 ადამიანი – 10 სექტემბერი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 225 კვლევა ტესტით, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 6.61% შეადგინა. ბოლო 14 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი – 8.27%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.42%-ია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 8 089 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი შემთხვევების განაწილება ქვეყნის მასშტაბით ასეთია:

  • თბილისი – 827;
  • აჭარა – 211;
  • იმერეთი – 335;
  • ქვემო ქართლი – 129;
  • შიდა ქართლი – 139;
  • გურია – 59;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 222;
  • კახეთი – 216;
  • მცხეთა-მთიანეთი – 61;
  • სამცხე-ჯავახეთი – 35;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 32 536, საიდანაც 6 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 674, აჭარაში – 699, იმერეთში – 1 106.

მათგან, მძიმეა 1 501 პაციენტის მდგომაროება, მათ შორის, თბილისში – 634, აჭარაში – 167, იმერეთში – 357. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 33, იმერეთში – 28.

1 918 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 24 291 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი