ახალი ამბები

Reuters: ბაიდენი ფედერალური მუშაკებისთვის აცრის მოთხოვნას გეგმავს

9 სექტემბერი, 2021 • 1167
Reuters: ბაიდენი ფედერალური მუშაკებისთვის აცრის მოთხოვნას გეგმავს

საინფორმაციო სააგენტო “Reuters” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ყველა ფედერალური მუშაკისა და სამთავრობო კონტრაქტორებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრის ჩატარების მოთხოვნას გეგმავს.

ივლისში ბაიდენმა განაცხადა, რომ ფედერალური მუშაკები ვალდებულნი იყვნენ აცრილიყვნენ ან დაქვემდებარებულიყვნენ ტესტირებას და უსაფრთხოების სხვა წესებს, ისევე, როგორც სამუშაო ადგილას პირბადეების სავალდებულო ტარების მოთხოვნას.

წყაროს ცნობით, ბაიდენი ამერიკის დროით ხუთშაბათს მოაწერს ხელს ბრძანებულებას, რომელიც შეეხება მილიონობით ფედერალურ მუშაკსა და მთავრობის კონტრაქტორს.

ამერიკის მოსახლეობის 53 პროცენტია სრულად ვაქცინირებული. ვირუსმა იმსხვერპლა 651 000-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე.

მასალების გადაბეჭდვის წესი