ახალი ამბები

2 ოქტომბრის არჩევნებს ბელარუსის ცესკოც დააკვირდება

9 სექტემბერი, 2021 • 2638
2 ოქტომბრის არჩევნებს ბელარუსის ცესკოც დააკვირდება

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან ერთად, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც დააკვირდება.

ბელარუსის საარჩევნო კომისიას ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მასობრივ გაყალბებაში სდებენ ბრალს. ამ არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, პრეზიდენტი მე-5 ვადით გახდა ალექსანდრე ლუკაშენკო.

საქართველოს ცესკოს საიტზე გამოქვეყნებულია სია იმ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებისა, რომლებიც 9 სექტემბრის მონაცემებით, დარეგისტრირებულები არიან თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.

ჩამონათვალში ასევე არიან აშშ-ის საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ეუთო/ოდირი და სხვა ინსტიტუტები, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და ზოგიერთი ქვეყნის საარჩევნო კომისიები.

ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისიას საქართველოს ცესკოში 2 წარმომადგენელი ჰყავს აკრედიტირებული 2 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად.

ეს უწყება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც 2 წარმომადგენლით აკვირდებოდა.

არჩევნებს სხვა არაერთი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციიდანაც აკვირდებიან დამკვირვებლები. მაგალითად, არჩევნებზე დასაკვირვებლად ასევე დარეგისტრირებულია:

  • აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო;
  • მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისი;
  • ლატვიის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • ხორვატიის რესპუბლიკის სახელმწიფო საარჩევნო კომისია;
  • უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • ლიეტუვის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • რუმინეთის მუდმივი საარჩევნო ადმინისტრაცია”
  • მალდივის საარჩევნო კომისია“
  • უგანდის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია;

უწყებებს თითო-თითო ან ორ-ორი დამკვირვებელი ჰყავთ აკრედიტირებული.

ამასთან, არჩევნებს აკვირდებიან აშშ-ის, იტალიის, ევროკავშირის, იაპონიის საელჩოები.


2020 წლის აგვისტოში ბელარუსის ქალაქები უპრეცედენტოდ დიდმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.

არჩევნების ოფიციალური შედეგებითა და პოლიციის ძალმომრეობით უკმაყოფილო ასობით ათასი მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და ალექსანდრე ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობის დასრულება მოითხოვა.

გირჩევთ:

პუტინი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარება გაუწიოს ბელარუსს: კრემლი

მასალების გადაბეჭდვის წესი