ახალი ამბები

პუტინი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარება გაუწიოს ბელარუსს: კრემლი

16 აგვისტო, 2020 • 1438
პუტინი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარება გაუწიოს ბელარუსს: კრემლი

საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი მზადაა, ბელარუსს სამხედრო დახმარებაც აღმოუჩინოს. ამის შესახებ ნათქვამია კრემლის მიერ 16 აგვისტოს გამოქვეყნებულ რელიზში, რომელიც ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარს ეხება.

კრემლის განცხადებით, საუბრისას მათ განიხილეს ბელარუსში არსებული ვითარება და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ლუკაშენკოს უთხრა,რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს ქვეყანას კოლექტიური უსაფრთხოების პაქტის ფარგლებში. მისივე თქმით, შეინიშნება ბელარუსზე გარე ზეწოლა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისგან მოდის ის.

პუტინისა და ლუკაშენკოს სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია 15 აგვისტოსაც გავრცელდა. აღნიშნულზეთავად ლუკაშენკომ ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთი სრულად არის მზად, დაეხმაროს ქვეყანას “უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”.

პროტესტი და შეტაკებები ბელარუსში დაიწყო არჩევნების შემდგომ, რომელშიც, ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.  გასულ დღეებში ბელარუსის პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან.  დადასტურებულია ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ.

ლუკაშენკო ბელარუსს 26 წელია, მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი