ახალი ამბებიეკონომიკა

II კვარტალში ინვესტიციები 2.6%-ით შემცირდა – საქსტატი

8 სექტემბერი, 2021 • 1244
II კვარტალში ინვესტიციები 2.6%-ით შემცირდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6 პროცენტით ნაკლებია.

შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად საქსტატი სააქციო კაპიტალის შემცირებას, რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლასა და სასესხო ვალდებულების დაფარვას ასახელებს.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 77.1 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები – 31.5 მლნ აშშ დოლარით (13.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე- ჩეხეთი  30.8 მლნ აშშ დოლარით (13.2 პროცენტი).

უმსხვილესი ინვოსტორი ქვეყნების წილი/საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2021 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 82.0 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.0 პროცენტია.

მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 65.2 მლნ.აშშ დოლარით (27.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 46.5 მლნ აშშ დოლარით (19.9 პროცენტი).


საქართველოში 2020 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 572 მილიონი აშშ დოლარი იყო, მათ შორის 2020 წლის პირველ კვარტალში -171 მილიონი აშშ დოლარი, მეორე კვარტალში- 240.3 მილიონი აშშ დოლარი, მესამე კვარტალში- 294.8 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა უარყოფითი მონაცემი -134.2 მილიონი აშშ დოლარი.

2021 წლის წინასწარი მონაცემების თანახმად, პირველ კვარტალში განხორციელდა 132.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, ხოლო მეორე კვარტალში ივესტიციის ოდენობამ 234.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2021 წელს წინა წელთან შედარებით პირველ ორ კვარტალში კლება ფიქსირდება.

გასულ თვეში საქართველოში ინფლაციის ინფლაციის 10-წლიანი რეკორდი დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი