“ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და საქართველოში დაბრუნდა.
მაისაშვილის თქმით, სამწვრთნელო საქმიანობას ოქტომბერიდან განაგრძობს.
“რთული გზა გამოვიარე. გეგმა მაქვს, დრო სექტემბრის ბოლომდე რეაბილიტაციას დავუთმო, ოქტომბერში მოედანზე ვიქნები”, – განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა.
ლევან მაისაშვილს კორონავირუსი 5 ივლისს, სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩის შემდეგ დაუდგინდა და მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. იოჰანესბურგში მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.