ახალი ამბები

“ესაა არასწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგი” – კობახიძე ელჩების კრიტიკაზე

7 სექტემბერი, 2021 • 768
“ესაა არასწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგი” – კობახიძე ელჩების კრიტიკაზე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ საქმე გვაქვს არასწორ სამართლებრივ ანალიზთან.

“ქართული ოცნება” დღეს ელჩებმა გააკრიტიკეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროკურორის დანიშვნის წესში ცვლილებების გარეშე პირველი მოსმენით დამტკიცების გამო. კობახიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” აცხადებს, რომ ელჩებს სწორი კონსულტაციები სჭირდებათ, რომელიც მისი შეფასებით არ გაეწიათ:

“ძალიან სამწუხაროა ორივე განცხადება. როდესაც აშკარა სამართლებრივ ნონსენსთან გვაქვს საქმე ამას სჭირდება სწორი სამართლებრივი შეფასები, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, არასწორი კონსულტაციები გაუტარეს ორივე საელჩოს. ეს არის არასწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგი. ბუნებრივია, ელჩები თვითონ ვერ გააანალიზებენ სამართლებრივ ნორმებს. მათ სჭირდებათ სწორი კონსულტანტები, თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი სწორი კონსულტაცია მათ არ გაეწიათ” ,— ამბობს ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში.

“ეს “ოცნების” კიდევ ერთი გატეხილი პირობაა” – აშშ-ის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებებზე

“პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე უარი მესამე წარუმატებლობაა ორ თვეში” – ჰარცელი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი