“ტელეკომპანია პირველის” განცხადებით, ფონიჭალაში დღეს მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქებისას ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრები ჟურნალისტებს განზრახ შეეჯახსნენ ავტომობილით .
შემთხვევის შედეგად, სამაუწყებლო კომპანიის თქმით, დაშავდა მათი ოპერატორი ლევან ბრეგვაძე, დაზიანდა არხის კუთვნილი ტექნიკაც.
“ნეტგაზეთი” მომხდარზე შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი, სისხლის სამართლის კოდექსის 154- ე ( ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 187- ე ( სხვისი ნივთის დაზიანება, ან განადგურება) მუხლებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში ნარკორეალიზატორები დააკავა. უწყების ცნობით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 18 ნარკორეალიზატორი. აქედან ერთი არასრულწლოვანია.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირია დაკავებული.